მრწამსი

საქართველოს კონსტიტუცია შეგვახსენებს, რომ სოციალური სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში რაიმე სახით მონაწილეობა საქართველოს თითოეული მოქალაქის წმინდათა წმინდა მოვალეობაა. რაც შეეხება ასეთი ტიპის საზოგადოების განვითარებისათვის ხელისშეწყობას, ქვეყნის მასშტაბით არსებული საწარმოო პოტენციალის გამოვლენასა და არსებული შრომითი, ინტელექტუალური, სანედლეულო და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ეფექტურად და კეთილსინდისიერად მართვას, იგი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე მოსული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული ორგანული კანონი- საქართველოს კონსტიტუცია თითოეულ მოქალაქეს ერთნაირ უფლებრივ მდგომარეობას ანიჭებს, რათა თავისი ნიჭი და ინტელექტუალური საკუთრება მთლიანად დახარჯოს სახელმწიფო მშენებლობის კეთილშობილურ საქმეში, ამასთანავე აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალებს და შეახსენებს, რომ მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები შექმნან ქვეყნის მასშტაბით სამეწარმეო საქმიანობისათვის და ცალკეული იდეის რეალიზაციის მიზნით.

ვიყოთ გულწრფელნი საკუთარი სინდისისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, ისე გავიაროთ თითოეულმა ჩვენთაგანმა ღმერთის მიერ ერთხელ ბოძებული ცხოვრების გზა, რომ ჩვენს მიერ ყოველი გადადგმული ნაბიჯი წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანთან და მიღებულ კონსტიტუციასთან. ყოველდღიურად ვახსენებდეთ საკუთარ თავს, რომ ჩვენ ვართ ჩვენი წინაპრების მიერ განვლილი და მომავალი თაობების მიერ გასავლელი გზის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის გამგრძელებელნი. შესაბამისად, ქართულმა საზოგადოებამ უარი უნდა თქვას „ბეწვის“ ხიდების მშენებლობაზე. რომელთზედაც გავლა მუდმივი შიშისა და გარკვეული სტრესის მდგომარეობაში ამყოფებს ქვეყნის მოსახლეობას.


სამეცნიერო ინტერესები
  • საინვესტიციო საქმიანობა–ბიზნეს გარემოს სრულყოფის საკითხები მშენებლობაში