არსებული სამუშაო გამოცდილება წლების განმავლობაში მოიცავდა, როგორც თეორიულ ასევე პრატქიკულ სამუშაოებს, რის საფუძველზეც გამომიმუშავდა გარკვეული უნარ-ჩვევები. წლების განმავლობაში ურთიერთობა მქონდა და დღემდე წარმატებით ვთანამშრომლობ სრულიად განსხვავებულ საჭიროებებისა და ინტერესების მქონე საზოგადოებასთან, (სტუდენტებთან), ასევე კვალიფიკაციურ და გამოცდილ პროფესორებთან, რის შედეგადაც მივიღე საკმაო გამოცდილება და გამომიმუშავდა პროფესიული უნარები. გარდა მიღებული გამოცდილებისა, წლების განმავლობაში აქტიურად ვიყავი და ვარ ჩართული სამეცნიერო კვლევებში და სამეცნიერო პროექტებში, როგორს საუნივერსიტეტო , ასევე შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში, სადაც ძირითადი შემსრულებელს წარმოვადგენდი და წარმოვადგენ.. ვფიქრობ არსებული ცოდნა და გამოცდილება საშუალებას მომცემს დამოუკიდებლად წარვმართო სამუშაო პროცესი.  ჩემმა საქმიანობამ მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია გარკვეული გამოცდილების გამოყენება არსებული ამოცანის ან ამოცანების შესრულებისას. აღსანიშნავია, რომ აქტიურმა ჩართულობამ ტრენინგპროგრამებსა და სამეცნიერო კონფერენციებში გარკვეული კოლეგიალური და საქმიანი ურთიერთობებიც შემძინა, რაც უთუოდ მეტყველებს იმაზე, რომ, მაქვს როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი. სამუშაო გარემო   დიდ გამოცდილებას მძენს და პროფესიულ ზრდაში კიდევ უფრო მეხმარება , ასევე მაძლევს შესაძლებლობას საკუთარი თავის უკეთ რეალიზების.

სამეცნიერო ინტერესები
  • ინჟინერია და ტექნოლოგიები
  • ქიმიური ტექნოლოგია
  • ქიმიური ინჟინერია( წარმოება, პროდუქცუია)
  • კერამიკული, მათ შორის ზეგამტარი, მასალების ტექნოლოგია