ნუგზარი სიხარულიძე

ვარ ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიის სრული წევრი. უნივერსიტეტში მუშაობის განმავლობაში მოვამზადე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები - მთარგმნელი რეფერენტი, სახელმწიფო მოხელე და ქალაქის მენეჯერი. ვიყავი სტუ-ს აკადემიური სამჭოს წევრი. ამჟამად ვამზადებ საბაკალავრო პროგრამას ,,უცხოური ენები და კომუნიკაცია".

სამეცნიერო ინტერესები
  • ჩემი კვლევითი ჯგუფი შეისწავლის თანამედროვე ინგლისური ენის განვითარების ნომინაციის პროცესს, გამოყენებული სიტყვათწარმოების მექანიზმების ანალიზითა და ნეოლოგიური ლექსიკის ეტიმოლოგისა და თარგმანის შესწავლით. პარალელურად ახდენს ნეოლოგიური ლექსიკური ერთეულების ლექსიკოგრაფიას ინგლისურენოვანი განმარტებებისა და შესაბამისი ქართული ეკვივალენტების დადგენის გზით.