ასოცირებული პროფესორი

ზურაბ ლებანიძე

ასოცირებული პოფესორი

დავიბადე 1952 წელს მოსამსახურის ოჯახში. 1970 წელს დავამთავრე ქ. თბილისის რკინიგზის მე-2 საშუალო სკოლა. ამვე წელს ჩავაბარე მისაღები გამოცდები საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და ჩავირიცხე სამთო ფაკულტეტზე. 1975 წელს დავამთავრე ინსტიტუტი სამთო-ინჟინერ მშენებლის კვალიფიკაციით, ამავე წელს განაწილებით დავიწყე მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტში, სადაც ვმუშაობდი 2000 წლამდე ინჟინრის, უმცროსი მეცნიერთანამშრომლის და მეცნიერთანამშრომლის თანამდებობაზე. 2000 წლიდან მუშაობა დავიწყე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, სადაც დღემდე ვმუშაობ 2003 წელს დავიცავი სადისერტაციო ნაშრომი ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. 2000-2019 წლების განმავლობასი ვმუშაობდი ასისტენტის, დოცენტის, ასოცირებული პროფესორის და პროფესორის თანამდებობებზე. გამოქვენებული მაქს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.


კვლევის საგანია სამთო, სატრანსპორტო და სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების და გვირაბების გარემომცველი სამთო მასივის დაძაბულ-დეიფორმირებული მდგომარეობის კვლევა ლაბორატორიულ და საწარმოო პირობებში. სამთო ქანების ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების და სხვა ფაქტორების გავლელენის კვლევა გვირაბების გარემომცველი სამთო მასივის დაძაბულ-დეფორმაციული ველების ფორმირებაზე.

კვლევის ინტერესები:

ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების განსაზღვრა და მათი გავლენის კვლევა მიწისქვეშა ნაგებობების დაძაბულ-დეფორმირებული ველების ფორმირებაზე.

სამეცნიერო ინტერესები
  • სამთო ქანების ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების და სხვა ფაქტორების გავლელენის კვლევა გვირაბების გარემომცველი სამთო მასივის დაძაბულ-დეფორმაციული ველების ფორმირებაზე.