მე, ლუცინდა ჩხეიძე დავიბადე 1948 წლის 4 ოქტომბერს. დავამთავრე თბილისის 68 საშუალო სკოლა წარჩინებით. 1972 წელს წარჩინებით დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის) სრული კურსი სპეციალობით „არაორგანულ ნივთიერებათა და ქიმიური სსუქების ტექნოლოგია“, მომენიჭა ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1972-1975 წლებში ვსწავლობდი სპი-ის არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრაზე ასპირანტურაში. 1976 წელს დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. იმავე წლიდან 1985 წლამდე ვმუშაობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არაორგანულ ნივტიერებათა ტექნოლოგიის კათედრაზე ჯერ უმცროს მეცნიერ მუშაკად, შემდეგ უფროს მეცნიერ მუშაკად. 1985-2006 წლებში ვმუშაობდი სპი-ის მაღაროს აეროლოგიისა და შრომის დაცვის კათედრაზე ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად. 2006 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანგებო სიტუაციებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულების ასოცირებულ პროფესორად, 2013 წ 09.09 დან დღემდე ვმუშაობ შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის პროფესორად. მეცნიერული მიმართულება - შრომის უსაფრთხოება და ტექნოგენური საგანგებო სიტუაციები. ვეწევი პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. ვარ სტუ-ს სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“ ხელმძღვანელი.
- საგანგებო სიტუაციები
- შრომის უსაფრთხოება
- საწარმოო სანიტარია და შრომის ჰიგიენა