დავიბადე 1968 წლის 2 ივნისს ქალაქ თბილისში. 1985 წელს დავამთავრე 39-ე საშუალო სკოლა. 1985-1986 წლებში დავამთავრე ქ. თბილისის პროფტექნიკური სასწავლებელი, მშენებლის პროფილით (შემლესავ, მეფილე, მომპირკეთებელი). 1986-1989 წლებში ვმუშაობდი "თბილკურორტმშენ"-ში. 1989-1994 წლებში ვსწავლობდი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, (ამჟამად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში), სამშენებლო ფაკულტეტზე. (სპეც. მშენებელი, სისტემოტექნიკოსი). 1994 წლიდან დავიწყე მუშაობა ამავე უნივერსიტეტის "მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების სისტემები" - N 90 კათედრაზე ინჟინერ-პროგრამისტად.პარალელურად 1994-1995 წლებში ვსწავლობდი ამავე უნივერსიტეტთან არსებულ საქართველოს რესპუბლიკის იუნესკოს განათლების ფონდში. (სპეც. მენეჯერი). 2006 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების სისტემების" N 90 კათედრის ხარისხის მაძიებელი. 2009 წლის 3 აპრილს დავიცავი დისერტაცია თემაზე : "შედგენილი, შედუღებული განივკვეთის მქონე ფოლადის კოჭების გაანგარიშების ახლებური ხერხი" სრულ. პროფესორების ბ-ნ ნოდარ ბერიშვილის და ბ-ნ ინგუშა მშვენიერაძის ხელმძღვანელობით და მომენიჭა საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2009 წლიდან დღემდე ვმუშაობ სტუ. სამშენებლო ფაკულტეტი, დეპარტამენტი N106 - "მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტება" - ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე. 2009, 2013, 2017, 2021 წელებში მივიღე მონაწილეობა კონკურსში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად. დავიკავე ასისტენტ პროფესორის თანამდებობა. გამოქვეყნებული მაქვს სხვადასხვა სტატიები და სახელმძღვანელოები ასევე ჩემს კოლეგებთან ერთობლივი მუშააობის შედეგად. 2007 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული მაქვს 20 სტატია და 2 სახელმძღვანელო. ვარ კოლეგიალური, მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და გახლავართ საკმაოდ კომუნიკაბელური თანამშრომელი. რაც შეეხება ჩემს ოჯახურ მდგომარეობას: დავოჯახდი 2015 წელს. მყავს მეუღლე და ერთი შვილი.
- არითმეტიკა, მათემატიკა (სიმრავლე, კომბინატორიკა, ალბათობის თეორია, თვლის არაათობითი სისტემები, ზომის ერთეულები)
- სამშენებლო კონსტრუქციების გაანგარიშების ახლებური ხერხები..