თეიმურაზ ჭეიშვილი
პროფესორი –არალითონური ძნელადდნობადი მასალების ინჟინერია
თეიმურაზ ჭეიშვილი სწავლობს მოდელურ კომპოზიციებს ბორატულ და სილიკატურ კომპოზიციებში, რომლებშიც გამოიყენება არაორგანული ნაერთები და ბუნებრივი მასალები. კვლევები მიზნად ისახავს თვისობრივად ინოვაციური ელექტროტექნიკური, ენერგოდამზოგავი და აგროინდუსტრიაში გამოყენებადი ამორფული სისტემური მასალების მიღებას. აღნიშნული მიმართულების სამუშაოები მისი ხელმძღვანელობით სრულდება კვლევით ცენტრში და დოქტორანტების მიერ.
თეიმურაზ ჭეიშვილი არის საქართველოს (1999 წლიდან), ევროპის კერამიკოსთა ასოციაციის და მსოფლიო კერამიკოსთა ფედერაციის წევრი (2008 წ.). იგი არის 100–მდე სამეცნიერო ნაშრომის და 6 გამოგონების ავტორი (თანაავტორი), ხოლო სტუ–ს ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტში კითხულობს ლექციებს მინის, მინაკრისტალური მასალების და საფარების, ასევე მინისებრი და კერამიკული ბიომასალების ინჟინერიის მიმართულებით.
- მინის ტარა, ელექტროტექნიკური მინა, მინის მრეწველობის სანედლეულო ბაზა, ამორფულ-კრისტალური მასალები აგროინდუსტრიისათვის და ენდოპროტეზირებისათვის