ნანი ფხაკაძე ასოცირებული პროფესორი. ჩემი სამუშაო ძირითადად მოიცავს სტუდენტის განათლებას მსუბუქი მრეწველობის საკითხებში, კერძოდ ტეკსტილის ნაწარმის დასამზადებლად საჭირო მასალების შესწავლას.არ არის საკმარისი სტუდენტმა იცოდეს ტანსაცმლის დამზადების ტექნოლოგია, არამედ უნდა ჰქონდეს ღრმა ცოდნა იმ მასალების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ტანსაცმლის დასამზადებლად. ისწავლება ნატურალური და ხელოვნური ბოჭკოების ნაირსახეობა, მათი აღნაგობა, თვისებები, დანიშნულება. შესაბამისად ისწავლება მათგან დამზადებული ქსოვილები, რათა სწორად იქნას შერჩეული მასალა როგორც სატანსაცმლედ ასევე სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად. ისწავლება ქსოვილზე წაყენებული ჰიგიენური თვისებების მიღწევის მეთოდები. შეისწავლება სატანსაცმლე მასალების სტრუქტურა, თვისებები და ასორტიმენტი.თანამედროვე ქსოვილების ასორტიმენტი, დამხმარე მასალები და აქსესუარები იძლევა საშუალებას ტანსაცმლის მრავალფეროვანი გაფორმებისათვის. აგრეთვე ისწავლება ტყავის ნაწარმი და ბეწვეული გამოყენებული ადამიანის ყოფაცხოვრებაში, მათი დანიშნულება და ჰიგიენური თვისებები, რაც მეტად მნიშვნელოვანია ადამიანის კომფორტული ყოფისათვის. შეისწავლება სხვა მასალები ანუ დამხმარე მასალები როგორიცაა სასარჩულე და შუასადები ქსოვილები, დუბლირებული, სპეც. დანიშნულებისა და უქსოვადი ქსოვილები, რომლებიც მეტად მნიშვნელოვანია ტანსაცმლის, ტექსტილის წარმოებაში.
- საკერავი მანქანის მექანიზმების შესახებ
- თანამედროვე სკოლის მოზარდთა ფორმის მხატვრული და ესთეტიკური დონის ამაღლება
- სატანსაცმლე მასალების ჰიგიენური მაჩვენებლების კვლევა
- ნატურალური საღებარების გამოყენების შესაძლებლობები მსუბუქ მრეწველობაში