დავიბადე 1944 წლის 11 აგვისტოს, ქ.სენაკის რაიონ სოფელ ხორშში. 1960 წელს დავამთავრე ქ. სენაკის რკინიგზის #26-ე საშუალო სკოლა წარჩინებით (ოქროს მედალზე)..

1961-1967 წწ ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე აგრეთვე წარჩინებით (წითელ დიპლომზე). . 1967-1980 წწ ვმუშაობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1969-1972 წწ ვიყავი ამავე ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტი. 1980 წელს დავიცავი დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათ ა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. თემაზე " ავტომატური მართვის სისტემების სინთეზის მეთოდების დამუშავება კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით. 1980 -1989 წწ ვმუშაობდი საკავშირო რადიოსამინისტროს კვლევითი ინსიტუტის თბილისის ფილიალში განყოფილების უფროსად.1989-წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე: ჯერ დოცენტად, შემდეგ ასოცირებულ პროფესორად, ამჟამად პროფესორად..

სამეცნიერო ინტერესები
  • სამშენებლო კონსტრუქციებისა და ავტომატური მართვის სისტემების ოპტიმალური პარამეთრების გაანგარიშების მეთოდების დამუშავება
  • სამშენებლო კოსტრუქციებისა და ნაგებობების პარამეტრების ოპტიმალური დაპროექტება, ავტომატური მართვის სიტემების სინთეზის პარამეტრების ოპტიმალური გაანგარიშება, კომპიუტერული დაპროგრამება, სხვადასხვა ალგორითმული ენები გამოყენება მშენებლობაში.