ომარ კიღურაძე
ტეკნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სერტიფიცირებულ ენერგომენეჯერი (CEM, AEE USA) და ენერგოაუდიტორი (ENSI, ნორვეგია), საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი. ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერ-ენერგეტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (AEE) წევრი და ამავე ასოციაციის უმაღლესი ხარისხის წოდების „Legend in Energy” მფლობელი, „გაეროს“ ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია „UNIDO“-ს ეროვნულ ექსპერტი საქართველოში..
1965-1970 წლებში საკვალიფიკაციო განათლება (კვალიფიკაციის ამაღლება და ასპირანტურა)- მოსკოვის (მენდელეევო) ფიზიკა-ტექნიკური და რადიოტექნიკური გაზომვების (ВНИИФТРИ) და ლენინგრადის მეტროლოგიის საკავშირო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში (ВНИИМ). 1971 წელს ლენინგრადში (ВНИИМ) საკანდიდატო, ხოლო 1995 წელს თბილისში სადოქტორო დისერტაციების დაცვა..
1971 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე პროფესორის თანამდებობა. "თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის" დეპარტამენტის უფროსი და „ სათბობის, თბოდანადგარებისა და სამშენებლო მასალების თბური დიაგნოსტიკის სასწავლო სამეცნიერო ცენტრის“ ხელმძღვანელი.თანამშრობლობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან („USAID", „BP", „STATOIL", „UNIDO“ და სხვ).. ქ.თბილისში და საქართველოს რეგიონებში განხორციელებული ენერგოეფექტურობის ათეულობით პროექტი. ლექციები მაპროფილებელ დისციპლინებში, 130-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი.ჩემი
ხელმძღვანელობით მომზადებულია 7 ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და 5 აკადემიური დოქტორი.
კვლევის სფეროები- ენერგოეფექტურობა. ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები. თბური პროცესები. თბოფიზიკური თვისებების ექსპერიმენტული კვლევა.ენერგომენეჯმენტი. მეტროლოგია.
- სათბობის, თბოდანადგარების, სამშენებლო მასალების თბური დიაგნოსტიკა
- მეტროლოგია. განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები
- თბოტექნიკური გაზომვები და ხელსაწყოები