დავიბადე 1969 წლის 2 ივნისს ქალაქ თბილისში. 1986 წელს დავამთავრე 162-ე საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დავამთავრე 1991 წელს. ამავე წელს დავიწყე მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე „მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების სისტემები“-ს კათედრაზე ლაბორანტად, შემდგომ ინჟინერ პროგრამისტად.1995 წელს დავოჯახდი, მყავს 2 შვილი-ანა ყანჩელი და დავით ყანჩელი. 2008 წელს ჩავაბარე დოქტორანტურაში პროფ. მურმან კუბლაშვილის ხელმძღვანელობით. 3 წლის მანძილზე ვისწავლე დოქტორანტურაში და 2011 წლის 27 ოქტომბერს დავიცავი დისერტაცია თემაზე: "სამშენებლო მექანიკის ზოგიერთი ამოცანის ამოხსნა სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა მეთოდის გამოყენებით". მომენიჭა ინჟინერიის აკადემიური დოქტორის ხარისხი მშენებლობაში. 2009, 2013 წელს მივიღე მონაწილეობა კონკურსში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად და დავიკავე ასისტენტ პროფესორის თანამდებობა. ამ წლების მანძილზე მე და ჩემი კოლეგები ვმუშაობდით და ვაქვეყნებდით სხვადასხვა სტატიებს და სახელმძღვანელოებს. მონაწილეობა მაქვს მიღებული კონფერენციებში და ტრენინგებში. 2005 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული მაქვს 20 სტატია და 1 სახელმძღვანელო. მიღებული მაქვს მონაწილება 3 კონფერენციაში. 2017 წელს ჩატარებულ კონკურსში დავიკავე ასოცირებული პროფესორის თანამდებობა. ვარ პასუხისმგებლიანი , მეგობრული თანამშრომელი. რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას ჩემმა შვილებმა დაამთავრეს ილიას სახელმწიფო ინსტიტუტი, მაგისტრატურა და ამჟამად მუშაობენ სახელმწიფო სამსახურებში.
- სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა მეთოდით სხვადასხვა სამშენებლო მექანიკის ამოცანების ამოხსნა
- სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნა პროგრამა "Wolfram Mathematica"-ში
- სამშენებლო კონსტრუქციების და ავტომატური მართვის სისტემების ოპტიმალური პარამეტრების გაანგარიშების მეთოდების დამუშავება
- სხვადასხვა ალგორითმული ენების გამოყენება მშენებლობაში