მარინა გრძელიშვილი – ვარ საგზაო დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. სკოლაში სწავლის პერიოდში მიღებული მაქვს მუსიკალური განათლება. სტუდენტობისას ვიყავი საქართველოს ნაკრების და საქ.პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდის–"ბურევესტნიკის" წევრი ნიჩბოსნობაში.
1978 წლიდან (ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ) ვიყავი გვირაბებისა და მეტროპოლიტენების კათედრის უფ.ლაბორანტი, საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ ასისტენტი, დოცენტი და დღემდე ასოცირებული პროფესორი.
წლების მანძილზე აქტიურად ვარ ჩართული სასწავლო პროცესში, ვმონაწილეობდი სამეურნეო თემების შესრულებაში, სამეცნიერო კონფერენციებში. ჩემი ხელმძღვანელობით სტუდენტები მონაწილეობენ სტუდენტთა კონფერენციებში, იცავენ სამაგისტრო ნაშრომებს.
აქტიურად ვმონაწილეობ სპეციალობის საგნების სილაბუსების შედგენაში, ვარ სპეციალობის სტუდენტებისთვის აუცილებელი და მეტად საჭირო რამდენიმე მეთოდური მითითების და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი, შედგენილი მაქვს სპეციალობის თითქმის ყველა საგნის კონსპექტი.
ინტერესის სფეროს წარმოადგენს გვირაბების პროექტირება და ექსპლოატაცია. შესაბამისად გამოქვეყნებული მაქვს მრავალი ათეული სამეცნიერო სტატია რეიტინგულ ჟურნალებსა და საერთაშორისო კონფერენციებზე.
- გვირაბების პროექტირება და ექსპლოატაცია
- გვირაბების მშენებლობა
- მეტროპოლიტენები