ასოცირებული პროფესორი

ნორინგ მოლოდინი სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი 

1961 წლიდან, ანუ სტუდენტობის წლებიდან დღევანდელ დღემდე, ჩემი ინტერესის ძირითად საგანს შეადგენს მექანიკური მოწყობილობების, მათი კვანძებისა და დეტალების ტრიბოლოგიის ძირითად საკითხებში გარკვევა. საკომპოზიციო მასალების შერჩევა და დიზაინი;.მექანიკური მოწყობილობის სამუშაო პროცესის ისეთი შერჩევა და მოწყობა,რომ რაც შეიძლება მინიმალური კაპიტალდაბანდებით მაქსიმალური იყოს მოწყობილობის მუშაობის ეფექტურობა. ჩემი მეცნიერული კვლევები ძირითადად ეხება საკონტაქტო ზედაპირების ადჰეზიურ ურთიერთობას და ჩაჭიდების კოეფიციენტის რეგულირებისა და საჭირო მომენტამდე მიღებული შედეგის შენარჩუნების შესაძლებლობებს.

სამეცნიერო ინტერესები
  • 1. სამთო სააწარმოებში გამოყენებული ნებისმიერი, სატრანსპორტო თუ სხვა მექანიკური მოწყობილობის მოქმედების პრინციპის გაგებისა და გაანგარიშების სრულფასოვან დონემდე მიყვანის დიდი სურვილის გამო, ხახუნის კვანძების ზედაპირებისა და მათ მიერ შექმნილ ჭვრიტეებში მიმდინარე პროცესების კვლევა და მიღებული შედეგების კრიტიკული ანალიზიი.
  • 2. საკონტაქტო ზედაპირების რგოლურ ჭვრიტეში, ხახუნის პროცესის ნებისმიერი (მშრალლი, ზღვრლი, ელასტო ჰიდროდინამიკური) პირობებისათვის, ჩაჭიდების ადჰესიური კოეფიციენტის მიღებისა და საჭიროების შემთხვევაში სასურველ მნიშვნელობამდე მისი რეგულირებისა და გარკვეულ დრომდე შენარჩუნების შესაძლებლობის კვლევა, რათა დაზუსტდეს „შედარებითი სიმშვიდისა“ და „დრეკადი სრიალის“ რკალების სიდიდეთა მნიშვნელობები და ვაკუუმში ხახუნის პირობებში მათი არსებობის ალბათობა, პეტროვ-ჟუკოვსკის ცნობილი თეორიის მიხედვით.
  • 3. ლენტური კონვეიერის ერთდოლიანი ამძრავი - როგორც მძლავრი ლენტური საკისარი ვაკუუმ-დოლური ამძრავით და მისი წევის ფაქტორისა და წევითი თვისებების შედარება დღემდე არსებულ ერთი და მრავალდოლიანი და ცნობილი სპეციალური ამძრავებით აღჭურვილ ლენტური კონვეიერების წევის ძალებთან და წევის ფაქტორთან.
  • 4. საკუთარ წევის ფაქტორიანი ამძრავების გამოყენებით, საკონვეიერო დგარისა და მისი შემადგენელი კვანძებისა და ელემენტების სრულყოფით მიღებული ტექნიკური და ეკონომიური ეფექტის ანალიზი და გაანგარიშება.