ევტიხი მაჭავარიანი

დავიბადე 1943 წელს ქალაქ თბილისში. მამა, სიმონ მაჭავარიანი, საქართველოს დამსახურებული ზოოტექნიკოსი. დედა, ზინაიდა ჭელიძე, ექთანი.1950 წელს დავიწყე სწავლა დედოფლისწყაროს (მაშინდელი წითელწყაროს) ქართულ საშუალო სკოლაში, რომელიც 1960 წელს დავამთავრე ოქროს მედალზე. იმავე წელს ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე და 2 წლიანი საწარმოო პრაქტიკა გავიარე თბილის მაუდ-კამვოლის კომბინატის საქვაბე საამქროში, სადაც გავიარე პროფესიული მომზადება და მივიღე უმაღლესი თანრიგის ცეცხლფარეშის კვალიფიკაცია.

ინსტიტუტი დავამთავრე 1966 წლის იანვარში, სპეციალობით ”სამრეწველო თბოენერგეტიკა”. ჩემი სადიპლომო ნაშრომის მიხედვით დამზადებულმა სითხეების თბოგამტარობის გასაზომმა ექსპერიმენტულმა დანადგარმა, რომელიც მეტროლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა (ამ ინსტიტუტში გავიარე წინასადიპლომო პრაქტიკა) მოსკოვის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე წარადგინა, დიდი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. სადიპლომო ნაშრომის წარმატებით დაცვის შემდეგ განაწილებით ვმუშაობდი ხსენებულ კვლევით ინსტიტუტში 1967 წლამდე, ხოლო 1968 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

1968 წელს დავამთავრე თბილისის უცხო ენათა პედადოგიური ინსტიტუტის ორწლიანი კურსები ინგლისური ენის სპეციალობით.

1974 წელს გავხდი ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, 1975-76 სასწავლო წელს გავიარე სამეცნიერო სტაჟირება იტალიაში, ქალაქ მილანის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პარალელურად გავიარე ქალაქ პერუჯის იტალიური ენის უნივერსიტეტის 3 თვიანი კურსი.

1980 წელს მივიღე დოცენტის წოდება.

1978-1984 წლებში ვიყავი ენერგეტიკის ფაკულტეტის თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის კათედრის გამგე.

2006 წლიდან ვმუშაობ სტუ-ს პროფესორის თანამდებობაზე.

გამოქვეყნებული მაქვს 148 სამეცნიერო და სასწავლო მეთთოდური ნაშრომი. მიღებული მაქვს 12 პატენტი გამოგონებაზე, მომზადებული მყავს 4 აკადემიური დოქტორი და 15 მაგისტრანტი. მრავალჯერ ვიყავი სადიპლომო ნაშრომის მეცნიერ ხელმძღვანელი.

2011 წლის თებერვალში ამირჩიეს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილ წევრად.

მიღებული მაქვს კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი მრავალისერტიფიკატი.

ამჟამად ჩემი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მიმართულებებია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემუშავება და სითხეების დუღილის თანმხლები ფიზიკური მოვლენების შესწავლა.


სამეცნიერო ინტერესები
  • ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვებით ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად საავტომობილო საწვავად ბუნებრივი აირის ფართოდ გამოყენების პერსპექტივის კვლევა საქართველოს პირობებში.
  • სითხეების დუღილის პროცესის თანმხლები ფიზიკური მოვლენების კვლევა, რულონური მასალების თერმიული დამუშავების ენერგოეფექტური ტექნოლოგია, ერთეულ მოცულობაში დიდი თბური სიმძლავრის მქონე თბოგადამცემი აპარატების დამუშავება, მზის ენერგიის წყლის სატუმბ დანადგარებში გამოყენების პერსპექტივების კვლევა.
  • სითხეების დუღილის პროცესის თანმხლები ფიზიკური მოვლენების კვლევა, რულონური მასალების თერმიული დამუშავების ენერგოეფექტური ტექნოლოგია, ერთეულ მოცულობაში დიდი თბური სიმძლავრის მქონე თბოგადამცემი აპარატების დამუშავება, მზის ენერგიის წყლის სატუმბ დანადგარებში გამოყენების პერსპექტივების კვლევა.