1958 წ. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით; მუშაობდა არქიტექტორად,უფროს არქიტექტორად, უფროს მეცნიერ მუშაკად;1968 წ.დაიცვა საკანდიდატო დისრტაცია თემაზე - "სავაჭრო ცენტრები მასობრივი მშენებლობისათვის ამიერკავკასიის ქალაქებში"; 1979 წ. წარჩინებით დაიცვა დიპლომი გამოყენებითი სოციოლოგიის სპეციალობით თბილისში სპი - ში; 1990 წ., მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის ქალაქთმშენებლობის სპეციალიზირებულ სამეცნიერო საბჭოზე ( მაშინ ერთადერთ საბჭოზე საბჭოთა კავშირში ) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "განსახლება,დასახლებათა დაგეგმარება და კომპლექსური მიწათსარგებლობა მთიან ქვეყნებში" 1969 წლიდან მუშაობს სტუ - ში უფროს მასწავლებლად, დოცენტად და პროფესორად; დღემდე აქტიურად ეწევა საპროექტო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას; ავტორია 219 ნაშრომისა; მათ შორის: 27 აშენებული, 11 - განუხორციელებელი პროექტისა,10 - სასწავლო - მეთოდური პროგრამებისა და 6 სახელმძღვანელოსი, 47 სამეცნიერო სტატიისა და 4 მონოგრაფიისა, 10 - საზოგადოებრივ - პოლიტიკური სტატიისა, 106 მხატვრული ნამუშევრისა ( გრაფიკა, ფერწერა, ძერწვა ).მისი უმთავრესი კონცეფციებია: ქალაქების რაციონალური სავაჭრო - საყოფაცხოვრებო მომსახურების სისტემემა; მთიანი ზონების ისეთი კონკურენტუნარიანი ხუროთმოძღვრებისა, რომლისმიზნობრივი მოდელების გამოყრნებით, ისახება მთიანი ზონების ისეთი რაციონალურ - კომპლექსური ათვისებისათვის, რომ მოსახლეობის მიგრაცია წარიმართება ბარიდან მთისკენ, ნაცვლად მთის დაცარიელებისა; მეგალითური ძეგლების დათარიღებისა, საწყისი ფუნქციისა, შენების მასალისა და გავრცელებისა; სტრატეგიისა გაერთიანებული ერების თვისებრივი სრულყოფისა, მცირერიცხოვანი ერების გადასარჩენად და სამართლიანობის დასამყარებლად.
- მთიანი მიწის ფონდის რაციონალურ - კომპლექსური ათვისების კონცეფცია;
- .არქიტექტურა კულტურის უტყუარი სარკე;
- .მოსახლეობის სავაჭრო-საყოფაცხოვრებო მომსახურების არქიტექტურული სისტემა