როსტომ გაფრინდაშვილი

ამჟამად ვარ ასოცირებული პროფესორი. ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში ვმუსაობდი ორგანული სინთეზის დარგში; შემდგომსი დავიწყე საქართველოს ბუნებრივი ცეოლითების ადსორბციული ბუნების შესწავლა; კერძოდ ვიკვლევდი ბუნებრივი კლინოპტილოლიტის ადსორბციულ უნარს აზოტის ოქსიდების შემცველი აირების გაწმენდის პროცესში. კვლევის შედეგები გამოყენებული იქნა ბელარუსიის ბირთვული ენერგეტიკის ინსტიტუტსა და რუსთავის ქიმიურ კომბინათტში. უკანასკნელ ხანებში ვმუშაობდი თანამშრომლებთან ერთად ნანოკრისტალური ჰიდროქსილაპატიტის მიღების საკითხებზე სამედიცინო პრაქტიკაში მისი გამოყენების მიზნით.

ამავე დროს ვკითხულობ ლექციების კურსს "ზოგად ქიმიურ ტექნოლოგიასა" და " ქიმიური რეაქტორების თეორიის " კურსებს სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის.

სამეცნიერო ინტერესები
  • ბუნებრივი ცეოლითების ადსორბციული თვისებების შესწავლა, ნანოტექნოლოგიური კომპოზიციების მირება მედიცინაში გამოყებეის მიზნით
  • ნანოტექნოლოგიური პროცესები.