დავიბადე 1962 წლის 3 აგვისტოს ქალაქ თბილისში. 1979 წელს დავამთავრე თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. 1980-85 წლებში ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1985 წელს მუშაობა დავიწყე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დარგობრივ სამეცნიერო კვლევით , რადიო ელექტრონული აპარატურის კრიოგენული გაციების ლაბორატორიაში. 1986 წლიდან იმავე ინსტიტუტში საავტომობილო ფაკულტეტის სტუდენტურ-საკონსტრუქტორო ბიუროში მეცნიერ მუშაკად. 1987 წლიდან 1997 წლამდე ვმუშაობდი პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის # 63 კათედრის ლაბორანტად. 1997 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და მომენიჭა ფიზიკა მათემატიკის 01.01.01; მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1998 წლიდან 2006 წლამდე ვმუშაობდი იმავე კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. 2006 -დან 2013 წლამდე ვმუშაობდი ასისტენტ პროფესორად. 2013 წლიდან 2017 წლამდე ვიყავი მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2017 წლიდან დღემდე ვარ იმევე დეპარტემენტის სრული პროფესორი. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

სამეცნიერო ინტერესები
  • რიცხვითი ანალიზი
  • ფუნქციათა თეორია, ფურიეს მწკრივები განზოგადოებულ სფერულ ფუნქციათა სისტემის მიმართ სფეროზე