კვლევის სფეროს წარმოადგენს ჭიათურის მანგანუმის შემცველი ღარიბი მასალებიდან ფეროშენადნობთა წარმოებაში ვარგისი სპეციალური შედგენილობების სპეცკონცენტრატებისა და სპეცპროდუქტების მიღების და მათგან სხვადასხვა მარკის ფეროშენადნობების გამოდნობის ტექნოლოგიების დამუშავება. მანგანუმის ახალი ნედლეულების მეტალურგიული თვისებების გამოკვლევა (ქიმიური, გრანულომეტრიული, ფაზური შედგენილობების დადგენა, გარბილების ტემპერატურული ინტერვალების განსაზღვრა, თბოფიზიკური თვისებების-ენთალპია, სითბოტევადობა და სითბოგამტარებლობის კოეფიციენტის შესწავლა, კაზმის აღდგენის კინეტიკის გამოკვლევა და ა.შ), ფეროშენადნობთა მიღების წინასწარი თერმოდინამიკური გამოკვლევა კაზმში ახალი მასალების გამოყენების შემთხვევაში.

პრაქტიკული საქმიანობაც და თერმოდინამიკური კვლევებიც მიმართულია ჭიათურის საბადოს რაციონალური გამოყენების მისი ექსპლუატაციის გახანგრძლივებისა და გარემოს ეკოლოგიური გაჯანსაღების უზრუნველსაყოფად.


სამეცნიერო ინტერესები
  • ჭიათურის მანგანუმშემცველი ღარიბი მასალებიდან სპეციალური შედგენილობის კონცენტრატების მიღებისა და მათგან ფეროშენადნობების გამოდნობის ტექნოლოგიების დამუშავება და სრულყოფა.