ლოლიტა ბეჟანიშვილი

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის „ეკონომიკური ინფორმატიკის“ დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

1981 წელს წითელი დიპლომით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით; 1990 წელს ამავე სპეციალობით დაამთავრა ასპირანტურა.ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში თავიდან ინჟინრის, მერე უმც. მეცნიერ თანამშრომლის და ბოლოს უფრ. მეცნიერ თანამშრომლის პოზიციებზე. 

1996 წელს ჩააბარა Microsoftის ოფიციალური გამოცდები (Microsoft Official Certification Exams) და მიიღო Microsoftის სერტიფიცირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია.

1996 - 2002 წწ. გახლდათ Microsoft-ის ავტორი­ზე­ბული სასწავლო ცენტრის (Microsoft Authorized Training Center) /საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე/ სწავლების მენეჯერი, ლიცენზირებული ინსტრუქტორი, ცენტრის არსებობის დროს მონაწილეობდა სახელმწიფო კანცელარიის, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლების ტრეინინგების ჩატარებაში.

2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის კოლექტიური მეთოდების სწავლების პროცესების მოდელირება“.

2009 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის „ეკონომიკური ინფორმატიკის" დეპარტამენტის ასოცირებული პრიფესორია.

აქტიურად მუშაობს სტუდენტებთან, მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საინტერესო სტუდენტური პროგრამული პროექტები. აქვს პრაქტიკული პროგრამირების გამოცდილება.

სამეცნიერო ინტერესები
  • ინტელექტუალური სისტემები; მასწავლი სისტემები (Learning Systems);
  • მონაცემთა ბაზები – Oracle RDBMS, MS SQL Server, MongoDB;
  • ანალიტიკური ბაზები; Data Mining ტექნოლოგიები
  • ინფორმაციული სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესების მართვა (CMMI, MS Team Foundation Server);