ვარ ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი,ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენბლო ფაკულტეტის საინჟინრო მექანიკის და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის N 101 დეპარტამენტის პროფესორი,1983-1987 წ.წ. - საპროექტო ინსტიტუტი „საქქალაქმშენსახპროექტი“,ინჟინერი.
2004-2015 - ჯგუფი "ქართუს" კპნსტრუქტორი, 2013 წლის 21 ივნისს N 21/06/01 განკარგულებით დაჯილდოვებული ვარ ღირსების ორდენით.
2015 წლიდან ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. 2002 წლიდან ვარ საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, 2011 წლიდან ამავე აკადემიის "სტრატეგიული ობიექტების საინჟინრო პრობლემების" განყოფილების უფროსი, აკადემიკოს მდივანი.
ვარ 44-სამეცნიერო შრომის, 3-სახელმძღვანელოს და 4-გამოგონების ავტორი, მონაწილეობა მაქვს მიღებული 11-სამეცნიერო კონფერენციაში. დამუშავებული მაქვს სხვადასხვა შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული პროექტები (სტადიონები, დელფინარიული, გასართობი პარკი "ციცინათელა", საბაჟო გამშვები პუნქტი სარფში, საერთაშორისო სკოლები მათ შორის სომხეთში-ქ.ერევანი, აზერბაიჯანში- ქ. ბაქო და ალბანეთში- ქ.ტირანა). მყავს მეუღლე და ორი შვილი.
- სამოქალაქო და სამრეწვწლო მშენებლობა,პროექტირება ,ტექნიკური ექსპერტიზა