1992 წლიდან 2012 წლამდე ვიყავი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, 2012-2013 წწ. ვმუშაობდი თურქეთის რესპუბლიკაში მანგანუმის მომპოვებელი კარიერის დირექტორად; 2013 წლიდან 2016 წლამდე ვიყავი შპს ,,საქნახშირის" ჯეოტექნიკური დირექტორი და ექსპერტი. 2017-2019 წლებში ვიყავი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო, 2019-2023 წლებში პროფესორი, 2024 წლის 15 იანვრიდან 2025 წლის 2 ივნისამდე მოწვეული პროფესორი, ხოლო 2025 წლის 20 ოქტომბრიდან დღემდე ვარ პროფესორი. 2016-2025 წლებში ვიყავი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო – გეოლოგიური ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო–საკვლევო, საპროექტო ცენტრ ,,სამთო–გეოლოგ პროექტის" ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული მაქვს 54 სამეცნიერო ნაშორმი, ცენტრის ბაზაზე ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავებულია და მუშავდება საპროექტო და საექსპერტო სამუშაოები. 2017 წლიდან დღემდე ვარ შპს ,,საქნახშირის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი კონსულტატი. 2025 წლიდან დღემდე ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის ენერგეტიკული რესურსების და ახალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი და მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.


სამეცნიერო ინტერესები
  • ს/წ საბადოთა მიწისქვეშა და ღია წესით დამუშავების ტექნოლოგიის პრობლემები და მათი გადაჭრის გზების დასახვა და გადაწყვეტილებების მირება