მე, მზია ქიტოშვილი, დავიბადე 1964 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სპეციალობით - სამთო სამუშაოების ელექტროფიკაცია და ავტომატიზაცია, რომლის დამთავრების შემდეგ მომენიჭა სამთო ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. 2011 წელს დავიცავი დისერტაცია - სალექი მანქანის ავტომატური მართვის სისტემის დამუშავება პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით. ვარ აკადემიური დოქტორი. აჟამად ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,,შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის" #304 დეპარტამენტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. ვარ 26 სამეცნიერო სტატიის, 1 მონოგრაფიის, 2 ელექტრონული სახელმძღვანელოს,1 დამხმარე ელექტრონული სახელმზრვანელოს, 3 დამხმარე საშუალებისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი, საბაკალავრო (12 ნაშრომის) და სამაგისტრო ნაშრომების (მათ შორის 3 დაცული და ამჟამად 4-ის) ხელმძღვანელი. მონაწილეობა მაქვს მიღებული 9 სამეცნიერო კონფერენციაში, აქედან 4 სტუდენტი პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი.
- საგანგებო სიტუაციები, შრომის უსაფრთხოება
- შრომის კოდექსი