სამართლის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.
2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - ინდივიდის სტატუსი თანამედროვე საერთაშორისო სამართალში.
კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა საერთაშორისო გრანტების საფუძველზე განხორციელებული აქვს სხვადასხვა პერიოდში გერმანიაში (რეგენსბურგის უნივერსიტეტი, მაქს-პლანკის კვლევითი ინსტიტუტი), იტალიაში (ლუისის უნივერსიტეტი, სალერნოს უნივერსიტეტი), ესპანეთსა (ბასკეთის უნივერსიტეტი, გრანადის უნივერსიტეტი) და ჩეხეთში (პალაცკის უნივერსიტეტში).
27 საერთაშორისო გრანტისა და სამეცნიერო სტიპენდიის მფლობელი, მათ შორის შემდეგი ფონდებიდან: DAAD, HESP-OSI, ჟან-მონე, ევროკავშირი, კონრად ადენაუერი, რობერტ ბოში, მაქს-პლანკი და სხვ.
27 საერთაშორისო პროგრამის მონაწილე, მათ შორის გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ხორვატიაში, ჩეხეთში, უკრაინაში, თურქეთში, პოლონეთში.
ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული 75 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 7 სახელმძღვანელო, 7 მონოგრაფია/კვლევითი წიგნი. 41 სამეცნიერო ნაშრომის/ნაშრომთა კრებულის რედაქტორი, 13 სამეცნიერო ნაშრომის რეცენზენტი.
ამჟამად აკრედიტაციის ექსპერტი და ეუთოს სერტიფიცირებული საერთაშორისო ექსპერტი საარჩევნო სამართალში.
- საერთაშორისო საჯარო სამართალი
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი
- საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი
- ევროკავშირის სამართალი