ვლადიმერ გორდელაძე

ვლადიმერ გიორგის ძე გორდელაძე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. აგრეთვე ვარ უნივრსიტეტის მხატვრული მინანქრებისა და მასალათა დამუშავების ექსპერიმენტულ-შემოქმედებითი ცენტრის "ქართული მინანქარის" ხელმძღვანელი და უკრაინის მომმინანქრებელთა ასოციაციის წევრი. ვატარებ ლექციებს, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს შემდეგ დისციპლინებში: ფიზიკური ქიმიის საფუძვლები (საბაკალავრო პროგრამა), ხსნართა თეორიის საფუძვლები (სამაგისტრო პროგრამა), ფაზური წონასწორობა (სამაგისტრო პროგრამა), ფიზიკური ქიმიის თეორიული ასპექტები (სადოქტორო პროგრამა). ვხელმძღვანელობ ქიმირი ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტების საწარმოო პრაქტიკას. ვიყავი 3 სტუდენტის სამაგისტრო ნაშრომის და 1 დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი. 6 სახელმძღვანელო/დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი. 2022 წლიდან ვარ 1 დოქტორანტის სადოქტორო ნაშომის ხელმძღვანელი. მონაწილება მიღებული მაქვს საერთაშორისო ეგიდით ჩატარებულ ვორქ-შოფებში. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ვეწევე სამეცნიერო საქმიანობას. 2023 წლის იანვრიდან ვხელმძღვანელობ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი საგარანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტს (№AR-22-2017. ორწლიანი პროექტი). ვარ 76 სამეცნიერო სტატიის, 21 სამეცნიერო თეზისის, 2მონოგრაფიის თანაავტორი

სამეცნიერო ინტერესები
  • ფიზიკური ქიმია
  • კოლოიდური ქიმია
  • მინანქრისა და მომინანქრების ტექნოლოგია