დავბადებულვარ 1952 წლის 9 მაისს ქ. სენაკში. 1973/74 სასწავლო წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, წარჩინებით.

1974-1976 წლებში ვმუშაობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ინსტრუქტორად.

1977-1983 წლებში ვმუშაობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის საერთაშორისო წიგნთგაცვლისა და დაკომპლექტების განყოფილების გამგედ.

1984 წლიდან დღემდე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორი.

ვიყავი სტუ-ს დიდი საბჭოს წევრი, ხოლო შემდეგ, დღემდე - სტუ-ს სენატის წევრი.

ამავე დროს ვარ ეგრისის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოს-მდივანი.

სამეცნიერო ინტერესები
  • მე-20 - 21-ე საუკუნეების უახლესი ქართული ლიტერატურა
  • ჟურნალისტიკის სოციოლოგია და ფსიქოლოგია
  • კომუნიკატივისტიკა