გიორგი მჭედლიშვილი
  • გიორგი მჭედლიშვილი, განათლებით ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგი, სპეციალობა კერამიკისა და ცეცხლმედეგების ქიმიური ტექნოლოგია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიის და ეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი. სწავლების სხვადასხვა საფეხურზე უძღვება შემდეგ სასწავლო კურსებს: ბაკალავრიატი - გარემოს დაცვა და ეკოლოგია; ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა და პროგნოზირება; ეკოლოგიური ეფექტურობისა და ეკონომიკური ზარალის შეფასება. მაგისტრატურა - ბუნებრივი რესურსების დაცვის ღონისძიებების ეკოლოგიურ-ეკონომიკური ეფექტურობა, გარემოსდაცვითი აუდიტი.
სამეცნიერო ინტერესები
  • საქართველოს ბუნებრივი რესურსები, ბუნებრივი სორბენტები, ეკოლოგიის გლობალური პრობლემები, ეკოლოგიის და ეკონომიკის ურთიერთკავშირის და ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობა და მისი შესწავლა კვლევის თანამედროვე მიდგომებით