ასოცირებული პროფესორი
ვალერი ხითარიშვილი

მე, ვალერი ხითარიშვილი დავიბადე 1947 წლის 4 ნოემბერს ქ. თბილისში. 1966 წელს დავამთავრე 30-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა გავაგრძელე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1971 წელს „მარგი წიაღისეულის საბადოების დაზვერვის ტექნოლოგიის და ტექნიკის“ სპეციალობით. შრომითი საქმიანობა დავიწყე საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოში ახალი ტექნიკის დანერგვის საცდელ-მეთოდური პარტიის ჭაბურღილების ბურღვის ინჟინრად, შემდეგ – უფროს ინჟინრად. 1980 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჯერ ლაბორატორიის გამგედ, 1985 წლიდან – უფროს მასწავლებლად, 1993–2006 წლებში ვიყავი დოცენტი, 2006–2013 წლებში – ასოცირებული პროფესორი, 2013–2017 წლებში – პროფესორი, 2017 წლიდან დღემდე კი – ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

1986–1990 წლებში ვსწავლობდი მოსკოვის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტის ასპირანტურაში დაუსწრებლად. 1993 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე `საბურღი იარაღის მუშაობის ეფექტურობა გართულებულ პირობებში ჭაბურღილების გაყვანისას სარეცხი სითხის გავლენის გათვალისწინებით.~

სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად ვეწეოდი ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ვკითხულობდი ლექციებს ჭაბურღილების ბურღვის საკითხებში სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე. ვარ საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, აგრეთვე საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ საინფორმაციო-ანალიტიკურ რეფერირებულ ჟურნალ `საქართველოს ნავთობი და გაზის~ სარედაქციო საბჭოს წევრი.

გამოქვეყნებული მაქვს 144 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ერთი სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, მონოგრაფია, მეთოდური მითითებები, რუსულ-ქართული ლექსიკონი `ნავთობის მრეწველობის ტერმინოლოგია~, ვარ ავტორი ერთი გამოგონების დასახელებით „სტენდი ქანების ბურღვადობის განსაზღვრისა და ბურღვის რეჟიმის პარამეტრების შერჩევისათვის“, რომელზეც მიღებული მაქვს საავტორო მოწმობა.

ჩემი ხელმძღვანელობით მომზადებულია ორი აკადემიური დოქტორი და 16-მდე მაგისტრი.


სამეცნიერო ინტერესები
  • ჭაბურღილებსი ბურღვის ტექნოლოგიების სრულყოფა და საბურღი ხსნარების ახალი შედგენილობების შემუშავება