ტარიელ კიკვაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. თავდაპირველად მისი კვლევის პრიორიტეტული მიმართულებები იყო ოპერაციათა კვლევა და სისტემური ანალიზი, გადაწყვეტილებათა მიღება, მართვა ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გარემოებში. მოგვიანებით მისი კვლევის ინტერესების სფეროთა სპექტრი გაფართოვდა და მოიცვა მართვა სოციალურ გარემოში, ეკონომიკური პროცესების მოდელირება და ეკონომეტრიკული მოდელები.

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული იგი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში (ძირითადად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში) განათლების სხვადასხვა საფეხურზე ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის სტუდენტებს უკითხავდა და უკითხავს ლექციების კურსს ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში, ბიზნესის ანალიზის მეთოდებში, მენეჯერულ ეკონომიკსში, გადაწყვეტილებათა მიღების თეორიაში, ეკონომიკური პროცესების მოდელირებასა და ეკონომეტრიკაში.

სამეცნიერო-პედაგოგიური კვლევის ინტერესების სფეროების შესაბამისად მას ადგილობრივ და რიგ უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს ათეულობით სამეცნიერო სტატია, არის რამდენიმე სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავლ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში, აწარმოებდა და აწარმოებს როგორც მაგისტრანტების, ისე დოქტორანტების ხელმძღვანელობას ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში.


სამეცნიერო ინტერესები
  • ფორმალიზებულ მეთოდებისა და ალგორითმების, როგორც ზუსტი და საიმედო ინსტრუმენტების გამოყენება რთული ეკონომიკური პროცესების გამოკვლევებში.