გიორგი დანელია

პროფესორი


ჩემი სამეცნიერო კვლევითი შრომებისა და სახელმძღვანელოების სტრატეგია და პრობლემატიკა დაკავშირებულია გლობალურ მნიშვნელოვან ასპექტთან, რომელიც წინა პირობაა ადამიანის ჯანმრთრელობისათვის, რომელიც გახლავთ კვების პროდუქტების ეკოქიმიური ექსპერტიზა, რომელშიც მოიაზრება კონკურენტუნარიანობა, არჩევანის თავისუფლება, ლიბერალიზაცია ფალსიფიკაცია, უნიფიკაცია, ატესტაცია და მათი ინდენტიფიკაცია კოდექს ალიმენტარიუსის სტანდარტის დიაპაზონის ზღვართან, საერთშორისო, რესპუბლიკური და რეგიონალური მიმართულებით.. კვების პროდუქტების მონიტორინგი სადაც განიხილება დინამიკაში, როგორც ნედლეულის ასევე მზა პროდუქტების შენახვისუნარიანობა, მინერალური, ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური ნაწილის დადგენა. ამასთან ერთად ტოქსიკურად უარყოფითი რადიკალების მათ შორის მძიმე ლითონებისა და რადიონუკლეიდების შესაბამისობის დადგენა კონდეციათა სისტემასთან, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც უკავშირდება ზემოთ აღნიშნული პროდუქციის გარკვეულ საფრთხეებს: ღიას, ფარულს, ლოკალურს, გლობალურს, აღმდგენელს. დიფერენცირებას ვაკეთებთ კვების უვნებლობასთან იმ განსხვავებით, რომ უკანასკნელში მოიაზრება ფიტოსანიტარია და ყარყოფითად არსებული რადიკალების დადგენა.

ჩვენს შემთხვევაში დგინდება კვების პროდუქტების მთლიანი კატალოგიზაცია, მინერალური, მიკრობიოლოგიური სრულფასოვნება ნიშან-თვიოსებათა ერთობლიობის შესაბამისად, რომელსაც თან ერთვის ტოქსიკური, პროტოქსიკური და ძლიერ ტოქსიკური ნაერთთა მიკვლევადობის პრინციპი. რის საფუძველზეც ფორმდება საექსპორტო ოქმი და აქტი და მას სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია. ამავდროულად ვსწავლობთ მართვის კომპლექსურ სისტემებს: სოციალურს, პოლიტიკურს, ეკონომიკურს მიკვლევადობისა და ეკოქიმიურს.

კვლევის ძირითადი მეთოდოლოგია არის ეკოქიმიური, რომელც წარმოადგენს, ბაზისურ, ვალიდირებულ მეთოდიკაზე აგებულს, რაც ფუნდამენტურია. რისი გამოკვლევის საფუძველზეც დგინდება რაოდენობრივი შედეგების დადგენა სტანდარტთან იდენტიფიკაციის მიზნით.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული გაჟღერებულია ჩემს მიერ გამოქვეყნებულ 5 სახელმძღვანელოში.

სამეცნიერო ინტერესები
  • შესწავლილი იქნეს მსოფლიოს საერთაშორისო ბაზრის სეგმენტში ყველა ქვეყნის ის პროდუქცია, რომელიც რეალიზებადია საქართველოს სინამდვილეში , მათი ფასეტური და იერარქიული დაყოფა, რეალიზაციის საკითხები, მენეჯმენტი და სრული ბაზრის სეგმენტის სრული ანალიზი.ეკოქიმიური ვალიდირებული მეთოდოლოგიის საფუძველზე.