მე,ნანა კიკნაძე დავიბადე 1963 წელს ქ. თბილისში. 1980 წელს წარჩინებით დავამთავრე ქ.თბილისის 101 საშუალო სკოლა.ამავე წელს ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე,რომელიც დავამთავრე 1985 წელს და მომენიჭა ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 2008 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე"ინვესტიციების მართვა სამეწარმეო ფირმების ინოვაციურ პროცესებში" და მომენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.1995 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტში ასოცირებულ პროფესორად.მყავს მეუღლე და ვაჟიშვილი. ვარ ენერგიული, კომუნიკაბელური და მიზანდასახული.

სამეცნიერო ინტერესები
  • რისკების მართვა
  • ბიზნესის მართვა
  • ინოვაციური პროცესების ანალიზი
  • კვლევის ინტერესების სფეროში შედის საქართველოს ეკონომიკისა და არსებული მენეჯმენტის აქტუალური საკითხები. ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის მენეჯმენტის პრობლემატიკა, ეკონომიკური ეფექტიანობის დაგენის მეთოდოილოგია.