ჩვენი კვლევის სფეროა მაღალი ფიზიოლოგიური აქტივობის მქონე ჰიდრაზონებისა და ამინოპირიდინების ლითონების კოორდინაციული ნაერთების ქიმია. ისინი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, ანალიზურ ქიმიაში და სხვ. ამინოპირიდინები და ამინოპირიდინის მეთილნაწარმები წარმოადგენენ სამკურნალო პრეპარატებისა და ვიტამინების შემადგენელ ნაწილს. კოორდინაციული (კომპლექსირი) ნაერთების ქიმიის სფერო - d-ელემენტების კომპლექსური ნაერთები ორგანულ ლიგანდებთან. უახლესი მეთოდებით ხდება მიღებული კომპლექსური ნაერთების კვლევა. სამუშაოებში ჩართული გვყავს სტუდენტები, რომლებიც დიდ ინტერესს იჩენენ ამ კვლევების მიმართ, რაც განსაზღვრავს მათ შემდგომ წინსვლას.
ჩვენს მიერ მიღებული და გამოკვლეულ კომპლექსური ნაერთების უმრავლესობა დანერგილია და გამოყენებულია მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში.
უდიდესია კოორდინაციული ქიმიის მნიშვნელობა მედიცინის, სოფლის მეურნეობასა და ტექნიკისათვის. მრავალი სამკურნალო პრეპარატი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების საწინააღმდეგო საშუალება, ნახევარგამტარი თუ მონოკრისტალი ანუ კოორდინაციული ნაერთია ან მათ საფუძველზე მიღებული.
ქიმიის ისტორიის სფერო - საქართველოში ქიმიური სკოლის დაარსებისა და მისი განვითარების კვლევა. ქარტველი ქიმიკოსების ღვაწლი და შრომები განსაკუთრებით კოორდინაციულ ქიმიაში.
- კომპლექსური ნაერთების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ქიმიის ისტორიის კვლევის სფერო