გიული ჯოხაძე

ასოცირებული პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი

ვთანამშრომლობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოტექ­ნო­ლო­გიისა და ბიოინჟინერიის კვლევით ცენტრთან მეცნიერ-მკვლე­ვ­არის პოზიციაზე.

მიმართულება – ბიოანალოგიური მაღალმოლეკულური ნაერთების სინთეზი ბუნებრივი α-ამი­ნო­მჟავებისა და სხვა არატოქსიკური საშენი ბლოკების საფუძველზე, როგორებიცაა α-ოქსიმჟავები, ალიფა­ტური დიოლები და დიკარბომჟავები. პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით აღნიშნული პოლიმე­რები პერსპექტიულია როგორც ბიოშეთავსებადი, ბიოასიმილირებადი და ბიოდეგრადირებადი ქირურგი­ული მასალები და წამლების მიწოდების/კონტროლირებადი გამოყოფის სისტემები. ასეთი პოლიმერები პერსპექტიულია აგრეთვე სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში.

სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“ - ტექნიკური ექსპერტი;

QSCert-ის სერტიფიცირებული ტექნიკური ექსპერტი (სლოვაკეთის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში);


სამეცნიერო ინტერესები
  • ბიოშეთავსებადი, ბიოასიმილირებადი და ბიოდეგრადირებადი პოლიმერების სინთეზი, კვლევა და გამოყენება