პროფესორი

მჭიდრო ურთიერთკავშირი არქიტექტურასა და საინჟინრო ესთეტიკას შორის განაპირობებს ხელოსნობიდან არქიტექტურულ შემოქმედებასა და სამშენებლო ხელოვნებაზე გადასვლას და, საბოლოოდ, ოპტიმალურ შემოქმედებით გადაწყვეტამდე მისვლას. ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად მუდმივად იზრდება შენობებისადმი წაყენებული მოთხოვნები და, შესაბამისად, სულ უფრო აქტუალური ხდება ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენება, იცვლება ქალაქის განვითარებასთან და საცხოვრებელ განაშენიანებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ჩემი მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, სათანადო მეთოდოლოგიით და თემატიკით უზრუნველყოფილი, ინტერდისციპლინურობის, ტრანსდისციპლინურობის და ინტერნაციონალიზაციის  პრინციპებზე დაფუძნებული „არქიტექტურული ინჟინერიის“ პროგრამის განხორციელება, რომელი პროგრამაც ბაკალავრიატის საფეხურზე ჩაუყრის საფუძველს ისეთი სპეციალისტის ჩამოყალიბებას, რომელიც  სათანადო უნარ-ჩვევებით, არქიტექტურული და საინჟინრო ცოდნით შეიარაღებული შეძლებს სწავლის წარმატებით გაგრძელებას და სივრცის კონსტრუირების პროცესის ეტაპობრივად გააზრებას. მომავალში, პროგრამა, სამაგისტრო და სადოქტორო თემატიკით გამდიდრებული-გაძლიერებული კიდევ უფრო მოთხოვნადს გახდის მას, სფეროთი დაინტერესებული როგორც ქართველი ისე უცხოელი სტუდენტებისთვის. სხვა საინჟინრო პროგრამებისგან განსხვავებით ეს პროგრამა მულტიდისციპლინურია. პროფესიონალი ინჟინერ-არქიტექტორები ფოკუსირებული არიან არქიტექტურული სივრცის ფუნქციურად სწორად გადაწყვეტაზე და დაგეგმარებაზე, რაც მოიცავს: სხვადასხვა რისკ-ფაქტორების გათვლით შენობა-ნაგებობის კონსტრუქციების დაპროექტებას, ძველი შენობების მოდერნიზებას, მათ ადაპტირებას ახალ მოთხოვნებთან და ფუნქციასთან, დარღვეული არქიტექტურული სივრცის კორექტირებას, გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირების, წყალარინების, ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტრო სისტემების, შენობის არქიტექტურული აკუსტიკის, ბუნებრივი და ხელოვნური განათების, მწვანე ტექნოლოგიებით - Greentech, Envirotech, Cleantech, ენერგო-ეფექტურობის ინტეგრირებულ გადაწყვეტას და ანალიზს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დღეს საქართველოში ადგილობრივი ძალებით იმ მეტად რთული პროცესის დაძლევა, როგორიცაა მემკვიდრეობითობისა და ტრადიციების გათვალისწინებით არქიტექტურული ობიექტის დაპროექტება და რეალიზაცია. 


სამეცნიერო ინტერესები
  • საკურორტო რეკრეაციული სისტემები