მე - მარინე ვალერიანის ასული ლოსაბერიძე დავიბადე 1958 წ. 27 ოქტომბერს ადიგენის რაიონის სოფელ კახარეთში, მოსამსახურის ოჯახში (მამა მძღოლი, დედა მასწავლებელი).
1965-1973 წწ. ვსწავლობდი კაზარეთის 8-წლიან სკოლაში, 1973-75 წწ. ხონის (მაშინდელი წულუკიძის) რაიონის სოფელ დედალაურის საშუალო სკოლაში.
1976-81 წწ. ვიყავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი.
1981-83 წწ. ვმუშაობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის დრეკადობის თეორიის განყოფილების უფროსი ლაბორანტად.
1983-1984 წწ. ვიყავი საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი.
1984-2006 წწ. ვიყავი სამთო ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი.
2006-2007 წწ. გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი
2007 წლიდან ვარ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
2006 წ. დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ინსტრუმენტისა და ქანის დინამიკური ურთიერთქმედების პროცესების კვლევა და მომენიჭა ტექნიკის 05.15.11 მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
2009 წ. წლიდან ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის თეორული მექანიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი (0,5).
- დეფორმად სხეულთა მექანიკა
- მყარი ტანის მექანიკა
- რღვევის მექანიკა