დავიბადე 1957 წლის 5 ოქტომბერს ქ. ქუთაისში. 1964 წელს შემიყვანეს ქ. თბილისის 47-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დავამთავრე 1974წელს. 1975 წელს ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1980 წელს და მომანიჭეს არქიტექტორის კვალიფიკაცია. 1980 წლიდან დღემდე ვარ სტუ-ს არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის თანამშრომელი. 1985 წელს სწავლა გავაგრძელე ქ. მოსკოვის საინჟინრო - სამშენებლო ინსტიტუტის მიზნობრივ ასპირანტურაში, რომელიც დავამთავრე 1989 წელს და მომანიჭეს ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2014 -2021 წლებში ვიყავი ფაკულტეტის პროგრამების კურატორი, 2006 წლიდან ფაკულტეტის ასოც. პროფესორი.2020 წლიდან სრული პროფესორი. 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის იანვრამდე ვიყავი ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. 2010 წლიდან ვარ ფაკულტეტის სამეცნიერო - ტექნიკური ჟურნალის რედაქტორის მოადგილე. 2016 წლიდან ამავე ჟურნალის რედაქტორი. 2021 წლიდან ვარ ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე უცხოეთთან ურთიერთობის დარგში. 1922 წლიდან დეკანის მოადგილე უცხოეთთან ურთიერთობასა და სამეცნიერო დარგში.

სამეცნიერო ინტერესები
  • სამრეწველო შენობების რეაბილიტაცია - ადაპტაცია
  • სხვადასხვა სიმკვრივის აკუსტიკური მასალები.