სადუნიშვილი მარეხი–სტუ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტის პროფესორი. დეპარტამენტში მუშაობას როგორც ლაბორანტი შეუერთდა 2000–2004 წლებში.2003 წელს მიენიჭა გეოდეზიის მაგისტრის ხარისხი. 2004–2006 წლებში იყო კათედრის ასისტენტი სრული განაკვეთით, ხოლო 2009-2013 წლებში მასწავლებელი- . სრული განაკვეთით. 2013– 2017წლებში ასისტენტ პროფესორი, . 2013 წელს დაიცვა სადოქტორო თემაზე „ენგურჰესის მაგალითზე, გეოდეზიურ განაზომებში გრავიტაციული შესწორებების განზაზღვრის მეთოდების დამუშავება და კვლევა “.
2017-2021 წლებში ასოცირებული პროფესორი, სრული განაკვეთით. 2021 წლიდან-დღემდე პროფესორი, სრული განაკვეთით. გამოქვეყნებული აქვს 5 სალექციო კურსის სახელმძღვანელო, 14 სამეცნიერო სტატია. დამუშავებული აქვს სხვადასხვა საგნების სასწავლო–მეთოდური მითითებები..
სასწავლო კურსები, რომელსაც უძღვება: გეოდეზიურ განაზომებში მათემატიკური სტატისტიკის ელემენტები, გეოდეზიური განაზომების დამუშავება, უმაღლესი გეოდეზია გეოდეზიურ განაზომთა მათემატიკური დამუშავების თეორია, გეოდეზია არქიტექტურაში .
- სამეცნიერო კვლევის მიმართულებაა გეოდეზიური ქსელები, მათი აგების და დაპროექტების ძირითადი პრინციპები. გეოდეზიურ განაზომებში შესწორებების შეტანის, გარემო პირობების გავლენის და მათი შემცირების მეთოდები, გეოდეზიურ განაზომთა შედეგებში სიზუსტის გაზრდის მეთოდების კვლევა
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები