მე, როინ ენაგელი დავიბადე 1950 წლის 5 აგვისტოს მოსამსახურის ოჯახში. 1972 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სპეციალობით „სამთო სამუშაოთა ელექტროფიკაცია და ავტომატიზაცია“, მომენიჭა სამთო ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია და დავიწყე მუშაობა სამთო საწარმოთა ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის კათედრაზე უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე. 1983 წელს ქ. დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, 1985 წლიდან დავიკავე დოცენტის თანამდებობა. 1987-90 წლებში ვიყავი ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 2007 წლიდან ვიყავი სამთო საწარმოთა ავტომატიზაციის კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი, 2007 წლიდან დღემდე ვარ სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი. ჩემი მეცნიერული მიმართულებაა- სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესების კვლევა ავტომატიზაციის მიზნით, ამ პროცესების ავტომატური მართვის სისტემების სინთეზი და ანალიზი.



სამეცნიერო ინტერესები
  • სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მოსამზადებელი და სეპარაციული ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელების შედგენა და ოპტიმიზაცია. ამ პროცესების ოპტიმალური მართვის სისტემების აგება და კვლევა.