ასოცირებული პროფესორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო და პრაქტიკული მიღვაწეობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს გვიანცარცული ეპოქის პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქციის რუკების შედგენა, რომელიც დაკავშირებულია ზედაცარცული და პალეოგენური ნალექების დეტალური სტრატიგრაფიული შესწავლა პლანქტონური და ბენტოსური ფორამინიფერების საფუძველზე. ზუსტი დათარიღების მეთოდების გამოყენება ბიოსტრატიგრაფიული კვლევებისას. გამოქვეყნებული მაქვს 80 სტატია, 1 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო.

სამეცნიერო კვლევით საქმიანობასტან ერთად მიმყავს სასწავლო კურსები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში (ზოგადი გეოლოგია, დედამიწა, ისტორიული გეოლოგია, პალეობოტანიკა და ხერხემლიანთა პალეონტოლოგია).

სამეცნიერო ინტერესები
  • გვიანცარცული და პალეოგენური პერიოდის ბიოსტრატიგრაფია, პალეოგეოგრაფია ფორამინიფერების მიხედვით.
  • მიკრონამარხების შესწავლა საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად დადგინდეს ქანების ასაკი. ტეთისის ოკეანის პალეოგეოგრაფიული პირობების აღდგენა. პლანქტონური ფორამინიფერების ევოლუცია განსაზღვრავს: პალეოგარემოს, პალეოაუზის კრიტიკულ მომენტებს.