გიორგი მაისურაძე - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის“ დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, დაიბადა 1973 წლის 24 ოქტომბერს. 1990-1995 წწ.–ში დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, სპეციალობით „სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა“, ინჟინერ–მშენებლის კვალიფიკაციით.
1996–2000 წწ. დაასრულა ასპირანტურა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო კონსტრუქციების კათედრა, სპეციალობით სამშენებლო კონსტრუქციები, შენობები და ნაგებობები.
2004 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონფერენციებში. 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; მათ შორის 3 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელოა. არის მაღალკვალიფიციური პედაგოგი. კითხულობს ლექციებს რკინაბეტონისა და სამშენებლო კონსტრუქციების ზოგად და სპეციალურ კურსებში ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. ხელმძღვანელობს მაგისტრანტებს. მისი ხელმძღვანელობით დაიცვა 19 მაგისტრანტმა. 2017 წელს უხელმძღვანელა სამეცნიერო კონფერენციებში გამარჯვებულ 5 სტუდენტს, მათ შორის გამარჯვებული 4 სტუდენტი. იყო რამდენიმე საკანდიდატო დისერტაციის რეცენზენტი და ოპონენტი.
გიორგი მაისურაძე დარეგისტრირებულია ექსპერტი ეკონომიკის სამინისტროში 2010 წლიდან;
საინჟინრო აკადემიის წევრკორესპოდენტი;
2015 წლეს მიენიჭა საუკეთესო ინჟინრის საპატიო წოდება.
გიორგი მაისურაძე დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
- დიდმალიანი სივრცითი კონსტრუქციები
- ასიმეტრიული ფორმის შენობების პროექტირება