ასოცირებული პროფესორი

დავიბადე 1980 წლის 2 ივლისს საჩხერის რაიონში, სოფელ კორბოულში. 1997 წელს დავამთავრე სოფელ კორბოულის მეორე საშუალო სკოლა. 1998 წელს ჩავირიცხე და 2002 წელს დავამთავრე ბაკალავრიატის სრული კურსი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე. 2000 წელს ჩავაბარე და 2004 წელს დავამთავრე ბაკალავრიატის სრული კურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2003 წელს ჩავაბარე და 2005 წელს დავამთავრე მაგისტრატურის სრული კურსი საქართველოს ტექნიკურ უნივერიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე.2006 წელს ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე დოქტურანტურაში. 2015 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე "ბზარების ამოცანების რიცხვითი ამოხსნები სინგულარული ინტეგრალური განტოლებების გამოყენებით" და მომენიჭა ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მშენებლობაში. 2003 -2007 წლებში ვმუშაობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე, მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების სისტემების კათედრაზე ინჟინერპროგრამისტის თანამდებობაზე. 2007-2015 წლებში იგივე ფაკულტეტზე ვმუშაობდი უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე, ხოლო 2015-2021 წლებში ვმუშაობდი ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. 2021 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 2006 -2013 წლებში ვმუშაობდი საპროექტო ორგანიზაცია "კონექსი"-ში კონსტრუქტორად. 2014 წლიდან დღემდე ვარ საპროექტო ორგანიზაცია "ალფა პროჯექტ ჯორჯია"-ს დამფუძნებელი და მთავარი ინჟინერი. 2014 წლიდან დღემდე ვმუშაობ სამშენებლო ორგანიზაცია "დავიდე"-ში ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე. 2018 წლიდან დღემდე ვარ სამშენებლო ორგანიზაცია "მოდილიონი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი. ვარ დაოჯახებული. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

სამეცნიერო ინტერესები
  • 1. ბზარების ამოცვანების რიცხვითი ამოხსნები. თანამედროევე ტექნოლოგიებით ბზარის გავრცელების მიმართულების პროგნოზირება.
  • 2. მაღლივი შენობების დაფუძნების საკითხები ხიმინჯოვანი საძირკვლრბის გამოყენებით სხვადასხვა გეოლოგიურ პირობებში
  • 3. ბუნებრივი და ხელოვნური ფერდოების მდგრადობა-არამდგრადობის სტატიკის საკითხები სეისმური ძალების გათვალისწინებით