მე გახლავართ ინფორმატიკის და მართვის სიტემების ასოცირებული პროფესორი, ამავდროულად სტუ-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

წლების განმავლობაში სტუ-ში  ვმუშაობდი სიტემების და ქსელების ადმინისტრატორად. ამ პერიოდში ჩემი მონაწილეობით შეიქმნა და განვითარდა სტუ-ს კომპიუტერული კაბელური და უკაბელო ქსელი , რომელიც აერთიანებს 10 მეტ სასწავლო კორპუსს და  მასში ჩართულია 4000 მეტი სხვადასხვაა  ტიპის მოწყობილობა.  ასევე ჩემი მონაწილეობით შეიქმნა და განვითარდა სტუ-ს მონაცემთა დამუშავების ცენტრი, რომელიც განთავსებულია სხვადასხვა ტიპის სერვერები და მინაცემთა სანახი სისტემები. სერვერულ ინფრასტრუქტურა იმართება ვირტუალიზაციის ტექნოლოგიით და იქ განთავსებულია  სერვისები, რომელიც უზრუნველყოფს  უნივერსიტეტის ძირითადი ბიზნეს პროცესების წარმართვას.

ჩემს მიერ დაპროექტდა და დაინერგა თანამედროვე სატელეფონო, საგამოცდო პროცესების, ელექტრონული სწავლების და სხვა მართვის სისტემები.

ჩემი მონაწილეობით სტუ-ში დაფუძნდა და ფუნქციონირებს სტუ-ს CISCO-ს აკადემია.

ამჟამად ჩემი პასუხისმგებლობის სფეროა უნივერსიტეტის ძირითადი ელექტრონული სერვისების მხარდაჭერა და მისი განვითარება.

სამეცნიერო ინტერესები
  • კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოება
  • კომპიუტერული ქსელების მართვა და ოპტიმიზაცია
  • კომპიუტერული სისტემების ვირტუალიზაცია და ოპტიმიზაცია