მე, ბორის გითოლენდია დავიბადე 1984 წლის 3 ივლისს ქალაქ ფოთში. ვარ ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, 15 წლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილებით. ვარ რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო და გამოყენებითი პროექტის ავტორი, შემსრულებელი და მონაწილე; 1 მონოგრაფიის, 2 დამხმარე სახელმძღვანელოს, 25 სამეცნიერო სტატიის და რეცენზიების ავტორი და თანაავტორი. არაერთი საერთაშორისო, ადგილობრივი სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციის, ტრენინგის, სიმპოზიუმის მონაწილე და ორგანიზატორი. მაქვს სარედაქციო კოლეგიებში მუშაობის გამოცდილება. მოწვეული ლექტორის სტატუსით წაკითხული მაქვს ლექციები ევროპის ათამდე სხვადასხვა უნივერსიტეტში. ვარ, მეწარმეობის მენეჯმენტისა და ინოვაციური პედაგოგიკის სერტიფიცირებული ტრენერი. რამდენიმე სასწავლო - მათ შორის ინგლისურ ენოვანი კურსის (სილაბუსის) ავტორი. ჩემი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ტრანსპორტი და საქართველოს სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის შესწავლა, ლოჯისტიკა და ასევე სამეწარმეო ბიზნესის მენეჯმენტის აქტუალური საკითხები.


სამეცნიერო პედაგოგიური აქტივობების პარალელურად, მაქვს სხვადასხვა ადმინისტრაციულ და მმართველობით პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2024 წლის ივლისიდან დღემდე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი და ჩემი ამჟამინდელი პრაქტიკული საქმიანობა დაკავშირებულია ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებების ეფექტურ მართვასთან.


მყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი.

 




სამეცნიერო ინტერესები
  • საქართველოს ტრანსპორტი და სატრანსპორტო დარგის პრობლემები;
  • საქართველოს სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის, ასევე ლოჯისტიკისა და ლოჯისტიკური კომპლექსის მართვის საკითხები;
  • მეწარმეობისა და საწარმოო ბიზნესის მენეჯმენტისა და ხარისხის მართვის საკითხები;