პროფ. მარინე მარდაშოვა პროფესიით ჰიდროგეოლოგია, 25 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილებით. მონაწილეობდა და მონაწილეობს რესპუბლიკური და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა ფერდობების მდგრადობის ანგარიში, საქართველოს მელიორაციული სისტემების რეაბილიტაცია, საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ქანების და მიწისქვეშა წყლების შესწავლა. მოგეხსენებათ, საინჟინრო გეოლოგია ზოგადად მშენებლობის და კერძოდ, ქალაქმშენებლობის აუცილებელი საფუძველია, ხოლო ჰიდროგეოლოგია და საინჟინრო გეოლოგია ყოველთვის ორგანულ კავშირში განიხილება. აქედან გამომდინარე, აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის, თუ რესტავრაციის პირობებში. რა თქმა უნდა, პრაქტიკული საქმიანობის შედეგები სისტემატურად აისახება სამეცნიერო ნაშრომებში და სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესების მონაწილეობაში.
ცნობილია, რომ ბევრი სოფელი და დასახლებული პუნქტი, დიდ ქალაქებზე რომ არაფერი ვთქვათ, სასმელი და სამეურნეო წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის, რომელშიც გარკვეული წვლილი შეაქვს ამ საჭირბოროტო საქმის მოგვარებაში. აგრეთვე, როგორც მოწვეული სპეციალისტი (ჰიდროგეოლოგი) 2023 წლიდან მუშაობს საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში, წყალამღებების საექსპლუატაციო მარაგების შეფასების სფეროში.
დაბოლოს, რაც შეეხება პედაგოგიურ-აღმზრდელობით საქმიანობას 25 წელია კითხულობს ლექციებს სამთო-გეოლოგიურ, სამშენებლო და აგრომელიორაციულ ფაკულტეტებზე. არის 5 სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის და 60 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ხელმძღვანელობს დოქტორანტებს და მაგისტრანტებს.
2010-2022 წწ - მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - "გეოლოგიის" ხელმძღვანელი; 2018-2019 წლებში სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი;
2019-2022 - "გეოლოგიის" საუნივერსიტეტოს სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი;
2018 წლიდან დღემდის - სტუ-ს ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი;
2020 წლიდან დღემდის - საქართველოს ჰიდროგეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი;
2022 წლიდან დღემდის - სტუ-ის საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულების საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი;
2023 წლიდან - დღემდის საქართველოდ ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი
- ჰიდროგეოლოგია
- საინჟინრო გეოლოგია
- ეკოლოგია
- წყალმომარაგება