დავიბადე 1976 წელს ქალაქ ბათუმში. 1993 წელს დავამთავრე ბათუმის 22-ე საშუალო სკოლა; 1993-1998 წლებში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი წარჩინებით, კვების პროდუქტების ტექნოლოგის სპეციალობა, ბაკალავრის ხარისხი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით; 2003-2005 წწ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობა წარჩინებით და ვარ მენეჯმენტის მაგისტრი; 2011-2013 წწ - სტუ-ს, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტში, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორი, სადისერტაციო თემა: "საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის სახელმწიფო რეგულირების სრულყოფის მიმართულებები". 2005 წლიდან ვმუშაობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში უფროსი ლაბორანტის, უფროსი მასწავლებლის პოზიციებზე. 2017 წლიდან, კონკურსის გავლის შემდეგ, ვმუშაობ საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორად, ხოლო 2021 წლიდან ასოცირებულ პროფესორად. ვარ 16 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, მათ შორის 2 სახელმძღვანელოსი. 2019 წლის ივნისიდან ვმუშაობ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში. მყავს მეუღლე - ირაკლი დეკანოიძე და ორი შვილი: დემეტრე და მარიამი.
- ინოვაციათა მენეჯმენტი,საწარმოო და ოპერაციულ სფეროში მართვა