1998 წელს დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, კვალიფიკაცია - ეკონომისტი. 2006 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა კვალიფიკაცია - ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
შრომითი საქმიანობა დავიწყე 2001 წელს თბილისის საერთაშორისო ეკონომიკისა და ინფორმაციის ინსტიტუტში მასწავლებლის თანამდებობაზე, 2006 წელს კი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად. 2017 წელს ამირჩიეს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2013 წლიდან დღემდე ვარ სტუ-ს ასოცირებული პროფესორი.
ასევე, ვეწევი საზოგადოებრივ საქმიანობას, ვარ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დემოგრაფიის კომისიის წევრი, საქართველოს დემოგრაფთა ასოციაციის წევრი და 2006 წლიდან დღემდე სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიების წევრი. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა სატრენინგო კურსებზე მიღებული მაქვს სერთიფიკატები.
მყავს ორი შვილი.
- ბიზნესის ადმინისტრირების სფერო, მენეჯმენტი, განათლების ხარისხის განვითარება, დემოგრაფია