ირმა ცომაია, ფარმაციის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის წევრი.

ჩემს სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფში პრაქტიკული მუშაობა შემდეგი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს:

1. ფარმაცევტული ნედლეულის, სუბსტანციისა და მზა პროდუქტის დამზადების, ანალიზისა და სტანდარტიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების შემუშავება.

2 მცენარეული, ცხოველური, მინერალური და სინთეზური სუბსტანციისაგან მზა წამალთფორმების დამზადების ტექნოლოგიური პროცესის შემუშავება.

3 ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზი და ანალიზი, სინთეზური სამკურნალო საშუალებების შექმნა.

4. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფარმაკქიმიური შესწავლა, ბუნებრივი ნედლეულიდან სამკურნალო საშუალებების დამზადება.

5. ჰომეოპათიური, სამკურნალო-კოსმეტიკური, პარფიუმერული საშუალებების მიღება და კვლევა.

6. ფარმაცევტული საქმის ორგანიზაცია, მარკეტინგი და მენეჯმენტი ფარმაციაში.

7. ფალსიფიცირებული პროდუქციის ოპერატიულად გამოვლენის მიზნით, სამკურნალო პრეპარატების ანალიზის ახალი მეთოდების შემუშავება.


ჩემი კვლევითი ჯგუფის მიზანია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტისა და საქართველოში გერმანელთა ასოციაციის „აინუნგის“ ერთობლივი პროექტის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს: საქართველოში გავრცელებული, ბუნებრივი ნედლეულისგან, ვიტამინურ-ამინომჟავური, ვიტამინურ-ფერმენტული კომპლექსების მიღებას და კვლევას, აგრეთვე საქართველოში გავრცელებული ზეთოვანი კულტურების ნაყოფებიდან მიღებული გამონაწვლილების გაწმენდას კერამიკული ულტრა და მიკროფილტრაციის მემბრანებით, მიღებული ზეთებიდან ინფუზატების, მაცერატების, ზეთოვანი ექსტრაქტების (ნახევარპროდუქტების) მიღება და კვლევა

სამეცნიერო ინტერესები
  • ფიტოვალეოლოგიური საშუალებების მიღება
  • ფლავონოიდების რაოდენობრივი განსაზღვრა რთული შედგენილობის აბებში
  • ფლავონოიდების რაოდენობრივი განსაზღვრა რთული შედგენილობის ნაყენში
  • “წყლულის საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი” პრეპარატის მიღების ტექნოლოგია
  • პატენტის ავტორი - სასარგებლო მოდელზე „ჭრილობის შემახორცებელი საშუალების დამზადების ხერხი“ №307 საქართველოს რესპუბლიკა, თბილისი. 1996.08.05
  • საწარმოო რეგლამენტის ავტორი - „პრეპარატ „თიოლი“-ს წარმოების ლაბორატორიული რეგლამენტი“. 1994 წ.
  • ფირმა „რეზონი“ООО, მის მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობით ადასტურებს, რომ პრეპარატი „თიოლი“ წამლის სახით რეგისტრირებულია საქართველოში. ფარმაკოლოგიური კომიტეტი, საქართველო, 1996 წ.