ფატიმა ქვაცაბაია–საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტის პროფესორი. დეპარტამენტის მუშაობას, როგორც მოწვეული სპეციალისტი, შეუერთდა 2010–2012 წლებში. 2012–2013 წლებში იყო უფროსი მასწავლებლის პოზიციაზე; 2013 - 2025 წლებში დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 2025 წლიდან კი, მუშაობს პროფესორის პოზიციაზე. გამოქვეყნებული აქვს 5 სახელმძღვანელო, 14 სამეცნიერო სტატია და 1 მონოგრაფია. დამუშავებული აქვს სხვადასხვა საგნების სასწავლო–მეთოდური მითითებები.

კურსები, რომელსაც უძღვება:

  • მიწის კადასტრი;
  • აშენებული ტერიტორიების (ქალაქის) კადასტრი;
  • მიწის სამართალი;
  • სამიწათმოწყობო დაპროექტების საფუძვლები;
  • საკადასტრო სამუშაოები;
  • გეოდეზიური სამუშაოები მიწათმოწყობის დროს;
  • მიწის ადმინისტრირება.

სამეცნიერო მუშაობა ითვალისწინებს: კვლევების გაგრძელებას და კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებას მიწის ფონდის გამოყენების, დაცვის და რაციონალურად გამოყენების მიმართულებით;  საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მიწების სარეგისტრაციო სამუშაოების შესწავლას, არსებული შედეგების შეჯამებას; მიწის გამოყენებისა და დაცვის სამართლებრივი რეგულირების საკითხებში შეტანილი ცვლილებების გაანალიზება/შეფასებას; სივრცითი მონაცემების მიღების არსებული ხერხებისა და მეთოდების შესწავლა-ანალიზს.


სამეცნიერო ინტერესები
  • ქვეყანაში მიწის მართვასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით წინადადებების მომზადება. ქვეყნის ტერიტორიებზე მიმდინარე საკადასტრო სამუშაოების შესწავლა/ანალიზი (მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციები).
  • მიწის მართვის სისტემური კომპონენტების შესწავლა