ჩემი სამეცნიერო ინტერესები და მიმდინარე კვლევები განპირობებული საინჟინრო და კიბერნეტიკული ცოდნით, რომელიც მივიღე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე და, შემდეგ, მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტის ასპირანტურაში სპეციალობით "ტექნიკური კიბერნეტიკა და ინფორმაციის თეორია". მოგვიანებით ამას დაემატა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლეს სკოლაში მიღებული ცოდნა ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით. ამჟამად დაკავებული ვარ პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების კვლევით კიბერნეტიკული მეთოდოლოგიის გამოყენებით. 

ვკითხულობ ლექციებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებისთვის საგნებში: გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები, კვლევის მეთოდები, სტრატეგიული მენეჯმენტი, ბიზნესსტატისტიკა, ბიზნესპროგნოზირება.

მონაწილეობა მაქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო კონფერენციაში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. გამოქვეყნებული მაქვს მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სამეცნიერო სტატიები.

ჩემი ხელმძღვანელობით შესრულებულია მრავალი სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაცია. აქტიურად ვმონაწილეობ ფაკულტეტის სამეცნიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვარ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ღია დიპლომატიის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.

სამეცნიერო ინტერესები
  • კიბერნეტიკული მეთოდოლოგია ბიზნესის მართვასა და საჯარო მმართველობაში
  • ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების პროგნოზირება
  • სახელმწიფო მართვისა და ბიზნეს პროცესების კვლევა