1979 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე. 1984 წელს გახლდით მაძიებელი და 1987 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის(სტუ) ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკუკტეტის, თბოენერგეტიკული დანადგარებისა და ენერგოეფექტურობის დეპარტამენტში კათედრის დოცენტად, ვარ კონკურსში გასული პროფესორი(1989-2019წ). მე წლების განმავლობაში ვკითხულობდი ლექციებს ამ სფეროში და ვქმნიდი სახელმძღვანელოებს. მე 2005 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია. 2009 წელს მე მოვიპოვე რუსთაველის ფონდის გრანტი ,,ზუგდიდი ცაიშის აგროკომპლექსის თბოსიცივით მომარაგების სისტემების დამუშავება არატრატრადიციული ენერგიის (გეოთერმული წყლების) ბაზაზე. საგრანტო ხელშეკრულება №423, 7 აპრილი. GNSF/STO8/4-423. მე გახლდით ამ გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და მენეჯერი. ლექციების კითხვის პარალელურად მე 1985 წლიდან დღემდე კვლევით სამეცნიერო საქმიანობას ვეწევი სტუ-ს ირ. ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრში, სადაც ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად ვმუშაობდი, შემდეგ უფროსს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 2006-2011 წლებში მე გახლდით ამ ცენტრის დირექტორი, ამჟამად ვარ ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
მე ვარ ავტორი 165 სამეცნიერო სტატიისა და 45 სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოსი, მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესებსა, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. მე 1992-93 წლებში დამთავრებული მაქვს სტუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტი, მენეჯერის კვალიფიკაციით.
2010 წლის 24 თებერვალს რუსთაველის ფონდის ხელშოწყობით და დაფინანსებით ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო სამეცნიერო კონფერენცია ,,არატრადიციული ენერგიის სახეები-მომავლის ალტერნატივა“.
ხოლო 2018 წლის 17 თებერვალს დ 2019 წლის 16 მარტს მე ჩავატარე სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია ,,ენერგეტიკა და გარემო“,მე გახლდით ამ კონფერენციის ერთერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორი. მე ვარ საქ. აინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცცნიერებათა ეროვნული აკადემიის მონოგრაფიების სარედაქციო კოლეგიის წევრი (2008-2017).
- ალტერნატიული, განახლებადი ენერგორესურსების კვლევა
- ენერგოეფექტურობა
- სითბო-სიცივით მომარაგების სისტემების კვლევა
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები