სწავლა დავიწყე 1964 წელს ზესტაფონის N 3 საშუალო სკოლაში. 1971 წლიდან სწავლა გავაგრძელე თბილისის ვ.მ.კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა ინტერნატში, რომელიც დავამთავრე 1974 წელს. იმავე წელს ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებით დავამთავრე 1979 წელს.
1979 წლიდან ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა გავაგრძელე ამავე ინსტიტუტში, ინჟინრის, უმცროსი მეცნიერ მუშაკის, მეცნიერ მუშაკის, უფროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობებზე აგტ-ს საპრობლემო ლაბორატორიაში.
2001 წლიდან 2006 წლამდე ვიყავი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიის უფროსი,
2006 წლიდან ვმუშაობდი სტუ-ს იმს ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის, ასოცირებული პროფესორის (2009 წ.), სრული პროფესორის (2012 წლიდან დღემდე) თანამდებობებზე.
2011 წლიდან ასევე ვიყავი სტუ-ს საგამოცდო ცენტრის უფროსი 2020 წლამდე.
2020 წლიდან გადავედი და დღემდე ვარ სტუ-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი.
2006 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია - „ავტომატიზებული ტესტური კონტროლის მეთოდების დამუშავება“.
2013 წელს დამაჯილდოვეს ღირსების ორდენით, მოწმობა N07178.
2014 წლიდან ვარ საქართველოს შემოქმედებითი კავშირის - „საქართველოს საინჟინრო აკადემიის“ ინფორმატიკის განყოფილების მრჩეველი, 2019 წლიდან წევრ კორესპონდენტი.
- ელექტრონული სწავლება და ტექნოლოგიები, ელექტრონული სწავლების პერსონალიზაცია, ელექტრონული ტესტირება, ინფორმაციული სისტემები და ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ინფორმაციული უსაფრთხოება, პროგრამირების ინჟინერია და ტექნოლოგიები, ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვის მენეჯმენტი
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები